საქართველოს მიმართ ინტერესი გაათმაგებულია და ინტერესის გაზრდა გარკვეულწილად უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ბრიუსელში ვიზიტი ძალიან წარმატებული იყო, საინტერესო შეხვედრები მქონდა. მათგან მივიღე დასტური, რომ საქართველო ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას აგვისტოში მოაწერს ხელს. ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი აღნიშნულ შეთანხმებას. ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გაათმაგებულია და ალბათ არ ვიქნები გადაჭარბებული, თუ ამას ვიტყვი. ინტერესის გაზრდა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპელ კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და მათ ზედმიწევნით დეტალურად იციან, თუ რა საფრთხეები შეიძლება მიიღოს საქართველომ მეზობელი ქვეყნისგან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.