ბარაქ ობამა იმედოვნებს, რომ მალე ეწვევა კუბას
22-05-2015, 02:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა თავისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე კუბაში გამგზავრების სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა.


"პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მალე ეწვევა კუბას, კონკრეტულად კი კუბის დედაქალაქ ჰავანას", - აღნიშნა ერნესტმა ყოველდღიურ ბრიფინგზე, რომელსაც კუბელი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.


თეთრი სახლის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ობამა ორ ქვეყანას შორის კავშირების აღდგენის და გაფართოების იდეის ერთგულად რჩება.


აშშ-ის პირველი პირის მოსაზრებით, აშშ-სა და კუბაში დიპლომატიური წარმომადგენლობების კვლავ გახსნა აუცილებელია.


კუბასა და აშშ-ის შორის კავშირები ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად გაუმჯობესდა. გასულ თვეს ობამასა და კუბის ლიდერ რაულ კასტროს შორის ისტორიული შეხვედრაც შედგა. ამას გარდა, ბარაკ ობამამ კონგრესს გაუგზავნა რეკომენდაცია კუბის ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოღების შესახებ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი