ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ა(ა)იპ ვეტა ჩხენკელის მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა.

კონცერტზე მოწვეულ ყველა ქალბატონს სიმღერებით, ლექსებით, ქორეოგრაფიული ნომრებით 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგული მიართვეს. ცენტრის ღვაწლმოსილ პედაგოგებს თინა ჭელიძეს, ალისა ჩოგოვაძესა მადლობის სიგელები გადასცეს. ქალბატონებს დღესასწაული მიულოცა მუნიციპალიტეტის მერმაც:

„გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას, დედის დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს. გისურვებთ ბედნიერებასა და ჯანმრთელობას. ყოველი დილა სიკეთით გაგთენებოდეთ. მადლობას ვუხდი მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის პედაგოგებს, აღსაზრდელებს, ადმინისტრაციას ამ შესანიშნავი დღისთვის. წარმატებებს გისურვებთ“, განაცხადა ლადო ჯურხაძემ, როგორც ამას ხონის მერიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.