ნინოწმინდაში 8 მარტს, ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინიციატივით, ნაციონალური ქადის ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალში მონაწილეობა ნინოწმინდის პურ-ფუნთუშეულის საწარმომ, ახალგაზრდულმა ცენტრმა და ნინოწმინდის ხელმარჯვე ქალბატონებმა მიიღეს.
პირველი ადგილი - პურ-ფუნთუშეულის საწარმოს, მეორე ადგილი - პერჭანუშ კირაკოსიანსა და რუზანნა სირაკანიანს, ხოლო მესამე - აზგანუშ გოგორიანს, ირინა ღარსლიანსა და ახალგაზრდულ ცენტრს ერგოთ.
ფესტივალის გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.