კინოთეატრ „კავეა გალერეაში“ მძაფრსიუჟეტიანი ისტორიული დრამის „12 მეომარის“ პრემიერა გაიმართა.
ფილმის ჩვენებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ასევე შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. პრემიერაზე, ასევე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ.
ფილმი რეალურ ამბებზე დაყრდნობით ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე სამხედროების ცხოვრებას ასახავს.
რეჟისორ ნიკოლაი ფულსის მიერ გადაღებულ ფილმში - „12 მეომარი“ მსახიობები კრის ჰემსვორთი, მაიკლ შენონი, მაიკლ პენა, ნავიდ ნეგაბანი მონაწილეობენ.
ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.