საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას აზერბაიჯანელი კოლეგა, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი უმასპინძლებს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც კოლეგები თავდაცვის სამინისტროებს შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას გააფორმებენ. მხარეები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრს არტურ რასიზადეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამადიაროვს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.