რუსეთის სამხედრო ძალებმა შესაძლოა, 2025 წლისთვის გადაასწრონ შეერთებული შტატების სამხედრო შესაძლებლობებს ევროპაში, უთხრა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა კერტის სკაპაროტიმ კანონმდებლებს ხუთშაბათს. მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მოდერნიზაციის შენარჩუნება უმთავრესი იქნება იმისათვის, რომ შენარჩუნდეს უპირატესობა. აღნიშნულის შესახებ Defense One იტყობინება.
„თუ მხედველობაში მივიღებთ მათი მოდერნიზაციის ტემპებს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მოდერნიზაცია, რომელიც ჩვენ შეერთებული შტატების ევროპული სარდლობისთვის ჩამოვაყალიბეთ, რომ შევძლოთ დავრჩეთ დომინანტები იმ სფეროებში, რომელშიც დღეს დომინანტები ვართ“, განაცხადა სკაპაროტიმ და დაამატა: „თუკი ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ვფიქრობ, რომ მათი ტემპი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ჩამოგვიტოვებს და უდავოდ გამოგვიწვევს სამხედრო დომინანტობის თვალსაზრისით - მოდი ასე ვიტყოდი, 2025 წლისთვის“.
ამერიკული გამოცემის თანახმად, შეერთებული შტატების ევროპულმა სარდლობამ გასულ თვეს, რეგიონში თავისი მნიშვნელოვანი პროგრამისთვის - „ევროპული შეკავების ინიციატივისთვის“, რომელიც აძლიერებს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალებს კონტინენტის გარშემო - 6.5 მილიარდი აშშ დოლარი მოითხოვა, რაც 2 მილიარდით მეტია, ვიდრე 2018 წლის საფინანსო პერიოდში იყო მოთხოვნილი. შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს ასახავდა საჭიროებას, „ჩვენი საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალების, მულტინაციონალურ ძალებთან ერთად, სწრაფი რეაგირებით და ერთმანეთთან კოორდინირებული თავსებადობით შეკავებულ იქნეს აგრესია და საზიანო გავლენა ევროპაში“.
სკაპაროტის გამაფრთხილებელ განცხადებას წინ უძღოდა ამერიკული საექსპერტო-კვლევითი ორგანიზაციის RAND-ის ახალი ანგარიშის გამოქვეყნება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში შეერთებული შტატების და ევროპული ძალების მზარდი „დისბალანსია“. „გაუმჯობესებებმა რუსეთის სამხედრო ძალებში ბოლო ათწლეულის პერიოდში, რუსეთსა და ნატო-ს შორის ერთ დროს ფართოდ არსებული ხარისხობრივი და ტექნოლოგიური განსხვავებულობა შეამცირა. ეს გაუმჯობესებები იმ დროს ხდება, როდესაც რუსეთი აფართოებს თავის ძალებს დასავლეთში, ინარჩუნებს უფრო მაღალი მომზადების ძალებს და უკრაინასა და სირიაში მნიშვნელოვან საბრძოლო გამოცდილებას იძენს“, ნათქვამია ანგარიშის არასაიდუმლო ვერსიაში.
სკაპაროტიმ განაცხადა, რომ მისი დაფინანსების მთავარი საჭიროებები მოიცავს სარდლობის კომპიუტერული ტექნიკითა და პროგრამულად უზრუნველყოფას და კონტროლს და უფრო მეტ სენსორებს და ანალიზის დახმარებას უკეთესი სადაზვერვო ზედამხედველობისა და დაზვერვისათვის. მან ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის შეკავება დამოკიდებულია სამხედრო აღჭურვილობის სიზუსტესა და ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაზე, განსაკუთრებით მოკლე და საშუალო მოქმედების რადიუსზე.
უფრო ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილემ ჯონ რუდმა განაცხადა, რომ „იმედგაცრუებულია“ რუსთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებით იმ შეიარაღების ახალი სახეობების შესახებ, რომელიც რუსეთს გააჩნია.
„ჩვენ ვიცით რუსული იარაღის განვითარების თაობაზე და შეშფოთებულები ვაკვირდებით ზოგიერთ ცვლილებას რუსეთის სამხედრო დოქტრინასა და სამხედრო წვრთნებში, მაგრამ ჩვენ იმედგაცრუებას გვიქმნის ის, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გადაწყვიტა წარმოედგინა ეს ზუსტად ისე, როგორც მან წარმოადგინა“, განაცხადა რუდმა აშშ-ის სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე მოსმენებისას.
მას დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ უფრო ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ნახა კომპიუტერული სიმულაციები, აშშ-ის ტერიტორიისკენ მიმართული რაკეტები, რომელიც პუტინის რუსეთის ფედერაციის საბჭოში გამოსვლისას იყო ნაჩვენები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.