მიხეილ ჯანელიძე: ველით, რომ რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, უპასუხებს არამხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს
09-03-2018, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის ხელისუფლების მიმართ საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

 

 

როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ჩვენ ველით, რომ რუსეთის ფედერაცია შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, უპასუხებს არამხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს".

 

 

„მოლაპარაკებები იმართება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. ტატუნაშვილის საკითხი პრემიერ მინისტრის მხრიდან ადრეც იყო გაჟღერებული და მისი მზაობაც, ის პირადად ჩაერთოს ამ ფორმატში, რათა მოძებნილი იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და კონფლიქტის დარეგულირების გზები. პრემიერ მინისტრის განცხადება იყო ძალიან კონკრეტული გზავნილებით და კონკრეტულ ფორმატებთან დაკავშირებული", განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილი მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი