რუსეთის ხელისუფლების მიმართ საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეხმაურება. სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ მინისტრის დღევანდელი მიმართვა რუსეთს კომფორტს უქმნის.
„დღეს არსებულ ვითარებაში და იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქე მოკლეს და მის ცხედარს წარმოუდგენელი ცინიზმით ეპყრობიან, მსგავსი განცხადება ჩემთვის სრულიად გაუგებარია. დღეს ქართული მხარე უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ რუსეთზე საერთაშორისო წნეხი გაზარდოს იმისთვის, რათა რეალურად დავარწმუნოთ რუსეთი, რომ მსგავს ნაბიჯებსა და ყველა დარღვეულ პირობაზე პასუხისგება მოუწევს. ამის ნაცვლად, პრემიერი რუსეთს, ფაქტობრივად, კომფორტს უქმნის, როდესაც მათთან კვლავ უპირობოდ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბრობს იმის ნაცვლად, რომ საკუთარი გზავნილი გაამკაცროს.
ეს განცხადება ასევე დამაზიანებელია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის ინტერესებშია, რომ ამ კონფლიქტში მხარედ არ მოიაზრებოდეს და ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს, ოსებს ან აფხაზებს დამოუკიდებელი პოლიტიკური ნება აქვთ და შეუძლიათ მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან აწარმოონ. ჩვენ დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან გვჭირდება, მაგრამ ამ დიალოგის პარალელურად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე სერიოზული პოლიტიკური ზეწოლაა საჭირო.
პრემიერის განცხადება მე ასე გავიგე, რომ დღეს იმ რეზოლუციის ტექსტის მიღება, რომელიც პარლამენტში თავად უმრავლესობამ წარადგინა, როგორც ჩანს, ქვეყნის რეალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიზანშეწონილად ჩათვლილი არ არის. პრემიერმა მისი გზავნილი გააჟღერა, რომ რუსეთთან დათმობისა და დათბობის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. ეს მიმართვა ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოოდ ნეგატიურ შედეგს გამოიღებს“, განუცხადა სალომე სამადაშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს".
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გიორგი კვირიკაშვილი მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.