საქართველოს პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინისთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა
09-03-2018, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

 


„საუბრისას აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლეს შეფასებას აძლევს და ქვეყნის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აღმაშფოთებელია ყოფილი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და ის, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოსვენებას ამ დრომდე აფერხებს. შეშფოთება გამოთქვეს იმის გამოც, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევს. საუბარი შეეხო, გასულ წელს, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასაც. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს ძალისხმევა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა დაუსჯელი კვლავ არ დარჩეს.

 


ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების საქმიანობა, რომელიც მათ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვთ. ასევე, აუცილებელია ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვების უზრუნველყოფა და ამ მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება.

 


მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმების განხორციელება ევროკავშირისა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია და ევროკავშირი მზადაა ურთიერთობების გასაღრმავებლად. აღინიშნა, რომ ევროკავშირს და საქართველოს აქვს ამბიციური დღის წესრიგი მომავალი წლისთვის.

 

 

საქართველოს მიზანი კი ევროკავშირთან მაქსიმალური ინტეგრაციაა. ხაზი გაესვა დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელებას ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით", ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი