ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს საქართველოს ეროვნული „ინტელექტ- ჩემპიონატის“ ფარგლებში, „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი ესტუმრა და ახალგაზრდობის ცენტში ინტელექტუალური შეჯიბრი გამართა.
ნინოწნიმდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 81 უფროსკლასელმა მოსწავლემ საგანმანათლებლო-შემეცნებით მედიაპროექტ „ეტალონში" მიიღო მონაწილეობა.
ნინოწმინდის გამორჩეულ მოსწავლეთა შორის დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირება მიმდინარეობდა. შეჯიბრში ნინოწმინდის „ეტალონი მოსწავლე" ქალაქ ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლის (დირექტორი არტიუშ სტამბოლციან) მე -11 კლასის მოსწავლე - ჯემა სეირანიანი გახდა.
თამაშს მშობლები, პედაგოგები, გულშემატკივრები, ასევე მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, მერის მოადგილეები - ალექსანდრე მიქელაძე და არტიუშ ტონოიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.