საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა და ალიანსთან ინტეგრაციის პროცესი, საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო გეგმები განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც იენს სტოლტენბერგის რეზიდენციაში გაიმართა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია.
„სამიტს საქართველო დაესწრება, როგორც ასპირატი და ალიანსის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა. შეხვედრაზე მხარეებმა სამიტისთვის ალიანსის მზადების საკითხზე და მასზე საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, ხოლო პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება.
მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას კი, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მხარეებმა წუხილი და შეშფოთება გამოთქვეს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო.
შეხვედრის მსვლელობისას იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა მის აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში, მათ შორის ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.
საქართველოს პრეზიდენტმა აღუთქვა გენერალურ მდივანს, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში", ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.