ლევან იზორიას ილჰამ ალიევთან შეხვედრისას საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოიხატა
10-03-2018, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, აუდიენცია აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან მოეწყო. პირისპირ საუბარი მინისტრებმა გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს, რომლის ფარგლებშიც ხელი ორ უწყებას შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მინისტრებმა ყურადღება თურქეთის ჩართულობით სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თვის ბოლოს სამმხრივ ფორმატში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა იგეგმება, რაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რეგიონული სტაბილურობის და მშვიდობისთვის ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება.

 

 

 


საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასიზადესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ელმარ მამადიაროვთან შეხვედრებზეც განიხილა. ვიზიტის შეჯამებისას ლევან იზორიმ აღნიშნა, რომ თითოეულ შეხვედრაზე ხაზი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მისი გაღრმავების მნიშვნელობას გაესვა.

 


თავდაცვის მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი საპატიო დაკრძალვის ხეივანში ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიჰა ალიევას საფლავის გვირგვინით შემკობით დაასრულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი