ჩინეთის პრეზიდენტმა ქსი ძინპინგმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორეის ნახევარკუნძულზე არსებული მდგომარეობა და ორმხრივი ურთიერთობები ტელეფონის მეშვეობით განიხილეს.
სატელეფონო საუბარი პარასკევს, მას შემდეგ შედგა, რაც ტრამპმა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მიწვევაზე, მათ შორის შეხვედრა გაიმართოს, რომ „მიაღწიონ სრულ ბირთვულ განიარაღებას“, თანხმობა განაცხადა.
როგორც ჩინური Xinhuanet-ი იტყობინება, სატელეფონო საუბრისას ქსიმ ტრამპს უთხრა, რომ იგი აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის სურვილს გადაწყვიტოს კორეის ნახევარკუნძულის საკითხი პოლიტიკური გზით და გამოხატა იმედი, რომ შეერთებული შტატები და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა დაიწყებენ დიალოგს რაც შეიძლება მალე და მიაღწევენ პოზიტიურ შედეგებს.
ქსიმ გამოთქვა რწმენა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე აჩვენებს კეთილმოსურნეობას და თავიდან აიცილებს ნებისმიერ ისეთ რამეს, რამაც შესაძლოა ცუდი გავლენა მოახდინოს ნახევარკუნძულზე მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ჩინური მედიის თანახმად, კორეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვულმა საკითხმა ახლახან პოზიტიური განვითარება აჩვენა და დაამატა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მაღალი დონის შეხვედრა ყველა მხარის ინტერესებს შეესაბამება და იმედი დაიტოვა, რომ ბირთვული საკითხი საბოლოოდ მშვიდობიანად გადაწყდება.
როგორც Xinhuanet-ი წერს, დადასტურდა, რომ პრეზიდენტი ქსი მართალია იმის დაჟინებით მოთხოვნაში, რომ გამართულიყო დიალოგი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის, თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ამერიკული მხარე დიდად აფასებს და აღიარებს ჩინეთის მნიშვნელოვან როლს კორეის ნახევარკუნძულის საკითხის გადაწყვეტაში და სურვილი აქვს ამ მიმართულებთ გააძლიეროს ჩინეთთან კომუნიკაცია და კოორდინაცია.
ქსიმ თავის მხრივ აღნიშნა, რომ ჩინეთი რჩება მტკიცე კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხში, ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და ბირთვული საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტაში.
„მჯერა, რომ ყველა მხარე გაჰყვება პოლიტიკური და დიპლომატიური შეთანხმების მთავარ მიმართულებას და ჩვენ უეჭველად წინ წავწევთ კორეის ნახევარკუნძულის საკითხს იმ მიმართულებით, რასაც საერთაშორისო საზოგადოება მოუთმენლად ელოდება“, განაცხადა ქსი ძინპინგმა, რომლის თქმითაც, ეს გზა სრულ შესაბამისობაშია ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.