ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული აფრინის რაიონი და ოპერაცია სირიაში აფრინის აღებით არ დასრულდება
10-03-2018, 17:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ალყაში აქვთ მოქცეული სირიელი ქურთების მიერ კონტროლირებადი აფრინის რაიონი ჩრდილოეთ სირიაში, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

 


როგორც ყატარის სატელევიზიო არხი „ალ-ჯაზირა“ იტყობინება, პრეზიდენტმა ერდოღანმა პარასკევს, სატელევიზიო განცხადებაში თქვა, რომ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი „თავისუფალი სირიული არმიის“ მებრძოლები და თურქული ჯარები აფრინის ცენტრიდან 6 კილომეტრში იმყოფებიან.

 


„ახლა აფრინის ცენტრი გარშემორტყმულია და ჩვენი შესვლა გარდაუვალია“, განაცხადა პრეზიდენტმა.

 


ამის მიუხედავად, ქურთული „სახალხო დაცვის შენაერთების“ ჯარების წარმომადგენელმა, ნური მაჰმუდმა საპირისპირო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ერდოღანის თურქული არმიის ძალები... აფრინიდან 10-15 კილომეტრის დაცილებით იმყოფებიან“.

 


მისივე ინფორმაციით, „დღეს (პარასკევს) ასევე შეტაკებები იყო ბულბულის გარშემო, რომელზეც მათ [თურქებმა] დაახლოებით 30 დღის წინ გამოაცხადეს, რომ ხელში ჩაიგდეს და ოკუპირება მოახდინეს“.

 


თურქეთის არმია ჩრდილოეთ სირიაში 20 იანვარს შევიდა და აფრინის რეგიონიდან აშშ-ის მხარდაჭერილი ქურთი მებრძოლების - რომელსაც ანკარა „ტერორისტებად“ და სამხრეთ თურქეთში 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ავტონომიისთვის მებრძოლ, აკრძალულ „ქურთ მუშათა პარტიის“ გაგრძელებად მიიჩნევს - განდევნის მიზნით ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ წამოიწყო.

 


თავის სატელევიზიო გამოსვლაში ერდოღანმა განაცხადა, რომ ოპერაცია აფრინის ხელში ჩაგდებით არ დამთავრდება.

 


„ჩვენ ახლა აფრინში ვართ, ხვალ მანბიჯში ვიქნებით. შემდეგ ჩვენ ვუზრუნველვყოფთ იმას, რომ ევფრატის აღმოსავლეთი ტერორისტებისაგან იყოს გაწმენდილი ერაყის საზღვრამდე“, განაცხადა ერდოღანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი