საქართველოსა და რუსეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებებს შორის რუსეთში გამართული შეხვედრა „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 29:9 დასრულდა.
სამი ჯარიმით ერთი ლელოს წინააღმდეგ რუსეთი მატჩის პირველ ნახევარს 9:7 იგებდა. რუსები თავიდანვე დაწინაურდნენ 3 ქულით, თუმცა ანტონ ფეიქრიშვილის მიერ გატანილი ლელოს და სოსო მათიაშვილის ზუსტად შესრულებული გარდასახვის შედეგად ანგარიში 7:3 გახდა.

თამაშის მეორე ნახევარში კი სოსო მათიაშვილის გატანილი ჯარიმის წყალობით ქართველები დაწინაურდნენ და ანგარიში 10:9 გახდა, რის შემდეგაც „ბორჯღალოსნები" დიდხანს მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, 65-ე წუთზე მათ ლელოს დადება შეძლეს (ლელოს ავტორი გიორგი ნემსაძე) და ანგარიში 15:9 გახდა, ხოლო მათიაშვილის მიერ საჯარიმო დარტყმის ზუსტი შესრულების შემდეგ ქართველებმა 8-ქულიანი უპირატესობით წაიწიეს წინ.

(მასალაში გამოყენებულია თიბისი ბანკის ფოტოები)
72-ე წუთზე კი მოლით მორიგი, მესამე ლელო მიშო გაჩეჩილაძემ დადო. გარდასახვა სოსო მათიაშვილმა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა და ანგარიში 24:9 გახდა.

მალევე, 76-ე წუთზე კი ლელო ანზორ სიჭინავამ გაიტანა და ანგარიში 29:9 გახდა, ხოლო რადგან მერაბ კვირიკაშვილის მიერ შესრულებული გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიშიც იგივე დარჩა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.