საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაწყებამდე ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს ბრიუსელში შეხვდა. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ მხრივ მხარეებმა ნატოს-ს მომდევნო სამიტი განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს და კონგრესმენებს შუამდგომლობით მიმართა, რომ ნატო-ს 2018 წლის სამიტზე საქართველოს საკითხი განსაკუთრებული ყურადღებით იყოს წარმოდგენილი. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განსაკუთრებული როლი რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.