უკრაინა და საქართველო არ არიან მზად ნატოში შესასვლელად, განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, ელჩმა კურტ ვოლკერმა, უკრაინული ახალი ამბების სააგენტო „უნიანს“ ბრიუსელში.
„მათ [უკრაინელებს და ქართველებს] ბევრი მუშაობა ესაჭიროებათ, და ახლა ამ ორ ქვეყანას კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი“, თქვა მან.
ამერიკელმა დიპლომატმა, რომელიც წლების წინათ აშშ-ის ელჩი იყო ნატოში, აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის და საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გეგმავდნენ, მაშინ როცა ეს სახელმწიფოები არ იყვნენ მზად ალიანსში გასაწევრიანებლად. ვოლკერის თქმით, ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს „შექმნიდა ავტომატიზმს წევრობის მიმართულებით“.
„წევრობასთან დაკავშირებით მათ [ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას] რუსეთის გამო არ უნდოდათ ჰქონოდათ ავტომატიზმი. ასევე სხვა მოკავშირეებს ეთქვათ, რომ მათ შეეძლებათ გახდნენ წევრები, მაგრამ ახლა ისინი არ არიან მზად. ამიტომაც, ბუქარესტის დეკლარაცია ამბობს, რომ ისინი იქნებიან წევრები. მაგრამ ამან წევრობის იდეა მაგიდაზე დადო დეტალიზაციის და ინსტრუმენტების გარეშე, რომლებიც ამისათვის იყო შექმნილი“, განაცხადა ვოლკერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.