ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი შენდება
11-03-2018, 11:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა მიმდინარეობს, რისთვისაც 2 375 341 ლარია გამოყოფილი.

 

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე ახალი სამხედრო ჰოსპიტლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ქუთაისში ამჟამად დასრულებულია ძველი შენობის დემონტაჟი და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.

 

 

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დასავლეთ საქართველოში სამხედრო ჰოსპიტალი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება, სადაც პაციენტები სრულ და მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას მიიღებენ.

 

 

ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის ამოქმედებას სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობისთვის სტრატეგიული დანიშნულება აქვს. გარდა ამისა, დაიზოგება ხარჯები და შემცირდება მკურნალობასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები. სამედიცინო ცენტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს, მათ ოჯახის წევრებსა და სამხედრო პენსიონერებს მოემსახურება.

 

 

ქუთაისიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე გორში გაემგზავრა, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრალური შენობის ფასადის სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა, გარემონტდა სასტერილიზაციო და რეანიმაციის განყოფილებები, მიმდინარეობს სამხედრო კომისიის შენობაზე დამატებით ორი სართულის დაშენება, რომელიც განკუთვნილია რეაბილიტაციის განყოფილებისთვის. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გორის ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა რევაზ კუჭუხიძემ გააცნო", აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი