შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი ქურდობის 7 ფაქტი გახსნეს, ხოლო 1 ფაქტი აღკვეთეს.
შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია 2 პირი: 1988 წელს დაბადებული გ.ი. და 1990 წელს დაბადებული ვ.კ.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან 2 მაგნიტოფონი, 2 ტელევიზორი, ვიდეორეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთები და პლასტიკური ბარათები მოიპარეს, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ 2 გარე ვიდეოსათვალთვალო კამერას.
ერთ-ერთმა დაკავებულმა ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედი მოიპარა, მას, ასევე, ბრალი ედება მოქალაქის კუთვნილი ლეპტოპის ქურდობაში.
მეორე ბრალდებული კი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან ველოსიპედის მოპარვას ცდილობდა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე და 19-177-ე მუხლებით", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.