ილია მეორე: ღმერთი გვაძლევს ჯვარს და ჯვარი არის განსაცდელი - ღმერთი თუ აძლევს ჯვარს, იგივე უფალი აძლევს ძალას, რომ ატაროს ეს ჯვარი
11-03-2018, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა, რომ განსაცდელი ადამიანისთვის ღვთისგან ბოძებული ჯვარია.

 

 

„აი, განვლო დიდი მარხვის სამმა კვირამ. დღევანდელ დღეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა. კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ჯვარი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არის ღვთისაგან ბოძებული. მაგრამ აუტანლად მძიმეა, როცა ადამიანი თვითონ იღებს ჯვარს. სინამდვილეში, ღმერთი გვაძლევს ჯვარს და ჯვარი არის განსაცდელი. ღმერთი თუ აძლევს ჯვარს, იგივე უფალი აძლევს ძალას, რომ ატაროს ეს ჯვარი. ზოგიერთი ადამიანი ისეთი ძლიერია, რომ სხვის ჯვარსაც ატარებს. ზოგიერთი ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ის ერის ჯვარს ატარებს, მაგრამ ღმერთი ეხმარება, ღმერთი შველის, აძლევს ძალას", ბრძანა უწმინდესმა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და ქალის ისტორია გაიხსენა, რომლის მეუღლე და შვილები ომში წაიყვანეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, მისთვის ილოცონ.

 

 

„მე მახსენდება მეორე ომის პერიოდი, როცა ხალხს ძალიან უჭირდა. ქალბატონი, რომელსაც ჰყავდა ოჯახი, ქმარი და ორი შვილი – ბიჭი და გოგო. სამივე, ქმარიც და შვილებიც წაიყვანეს ომში და დარჩა უპატრონოდ დედა. მოდიოდა ჩვენს სახლთან, სადაც ვცხოვრობდით და გვიამბობდა თავის წარსულს. მიუხედავად დარდისა, არასდროს განუცდია მას გაჭირვება. პირიქით, უნდოდა, რაღაც სიამოვნება მოეტანა სხვისთვის. მისი სახელია ევდოკია და მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ვილოცოთ ევდოკიასთვის. მას არავინ აღარ დარჩა. როცა ღმერთი აძლევს განსაცდელს, ღმერთი აძლევს ძალას, ღმერთი აძლევს სიბრძნეს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს – ღმერთი არის სიყვარული. ხოდა, გაჭირვების დროს უნდა თქვათ, რომ ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ“, ბრძანა ილია მეორემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი