ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა და ამოიღო მუხლი ლიდერის მმართველობის ვადების შეზღუდვის შესახებ, რაც ქსი ძინპინგს (მაღლა Reuters-ის ფოტოზე, ტაშს უკრავს მას შემდეგ რაც კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს) პრეზიდენტად სიცოცხლის ბოლომდე დარჩენის საშუალებას აძლევს.
BBC-ის ცნობით, წინადადებას კვირას, ჩინეთის ეროვნულ სახალხო ყრილობაზე ეყარა კენჭი, სადაც 2 964 დელეგატიდან ცვლილებების წინააღმდეგ ხმა ორმა მისცა, სამმა თავი შეიკავა, ხოლო დანარჩენებმა კი მხარდაჭერა გამოხატეს.
ჩინეთს ლიდერის ორი ვადით არჩევის შეზღუდვა 1990-იანი წლების შემდეგ ჰქონდა დაწესებული.
ახალი კანონის მიხედვით, ქსი ძინპინგმა, რომელიც 2023 წელს უნდა წასულიყო პოსტიდან და რომელმაც პოზიციები გასული წლის ოქტომბერში კომუნისტური პარტიის ყრილობაზე გაიმაგრა, როცა მან დაარღვია ტრადიცია იმით, რომ არ წარმოადგინა მისი პოტენციური შემცვლელი, რითაც თავისი პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა, სიცოცხლის ბოლომდე მიიღო ქვეყნის სათავეში ყოფის გარანტიები.
კონგრესი ჩინეთში ყველაზე მძლავრი საკანონმდებლო ორგანოა და მას ისეთივე უფლებამოსილება გააჩნია, როგორც პარლამენტებს სხვა სახელმწიფოებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.