ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სტაბილურად მოხდეს ლარის გამყარება და იყოს სტაბილური ფინანსური გარემო ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
"ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დღეში 5-6 თეთრით გაუფასურდა ლარი, მე მაშინაც ვთქვი, რომ ეკონომიკური ფაქტორები ამოწურული იყო და ეს უფრო ალბათ, აჟიოტაჟური სიტუაცია იყო. ეს დადასტურდა იმით, რომ მნიშვნელოვნად დაიწია კურსმა უკან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სტაბილურად მოხდეს ლარის გამყარება და იყოს სტაბილური ფინანსური გარემო ქვეყანაში", - განაცხადა ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.