ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საქართველოს მთავრობის წევრები ხვდებიან
11-03-2018, 21:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ახალგორიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები - დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე ხვდებიან.

 


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

 


საქართველოს ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ „უახლოეს დროში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც“.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ.

 


„ისინი გადმოყვანილნი არიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მაქსიმალური გაკეთდა შს სამინისტროს და სუს-ის მხრიდან, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, რომ მომხდარიყო მათი აქ გადმოყვანა. დღესაც აქტიური ღონისძიებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. მათ ფიზიკური ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ. გამოძიება მიდის, პროცესი გრძელდება და კონკრეტიკისაგან თავს შევიკავებ“, განაცხადა საბანაძემ და დაამატა, რომ ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი