რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე, რომელსაც გავრცელებული ცნობით ბომბი გადაჰქოდა და რომლის სამიზნეც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა იყო.
ორსაათიან ფილმში, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, პუტინის თქმით, მას უთხრეს, რომ უკრაინიდან თურქეთისკენ მიმავალი თვითმფრინავი გატაცებულ იქნა მაშინ, როცა თამაშები ის-ის იყო უნდა დაწყებულიყო.
მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ეს იყო მცდარი განგაში. თვითმფრინავი არ ჩამოუგდიათ.
„მითხრეს: თვთმფრინავი, რომელიც რეისს უკრაინიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა, ხელში ჩაიგდეს, გამტაცებლები კი მოითხოვენ სოჭში დაშვებას“, აცხადებს პუტინი ფილმში, როგორც ამას ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება.
თურქული „პეგასუსის ავიახაზების“ ბოინგ 737-800-ის მფრინავებმა, რომელიც ხარკოვიდან სტამბოლში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც 110 ადამიანი იმყოფებოდა, განაცხადეს, რომ მგზავრს ბომბი ჰქონდა და მათ უთხრა, რომ გეზი შეეცვალათ და თვითმფრინავი სოჭის მიმართულებით წაეყვანათ, აცხადებს რეპორტიორი ანდრეი კონდრაშოვი.
BBC-ის თანახმად, ფილმში პუტინი ამბობს, რომ უსაფრთხოების ოფიციალურმა პირებმა მას უთხრეს, რომ ამგვარ მდგომარეობაში გადაუდებელი პროცედურა თვითმფრინავის ჩამოგდება იყო.
„მე მათ ვუთხარი: იმოქმედეთ გეგმის მიხედვით“, აცხადებს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, წუთების მოგვიანებით მან მორიგი ზარი მიიღო, რომლის დროსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს იყო მცდარი განგაში.
მისივე თქმით, ამის შემდეგ იგი ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ პირებთან ერთად მალევე მივიდა სოჭის ოლიმპიადის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში.
ფილმი პრო-კრემლის YouTube-ის ანგარიშზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელში დამაჯერებელ გამარჯვებასაც ვლადიმერ პუტინს უწინასწარმეტყველებენ, ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.