ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, საწარმოო შემთხვევის შედეგად, სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ცნობით, 55 წლის მამაკაცი სარემონტო საამქროს შენობის სახურავიდან ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
მათივე ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, მეოთხე საამქროს სახურავიდან ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ჩამოვარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.