საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას რეზოლუციის პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიმდინარე კონსულტაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეაქცია ორპარტიული იქნება, რეზოლუციის პროექტს მეტი ძალა ექნება.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან დაკავშირებით პარლამენტს გარკვეული რეაქცია ჰქონდეს და თუკი ეს რეაქცია ორპარტიული იქნება, მით უფრო მეტი ძალა ექნება. რეზოლუცია მიმართული უნდა იყოს პასუხისმგებლობისკენ. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერ ძალისხმევაში დახმარება აღმოვუჩინოთ”, განაცხადა იან კელიმ.
პარლამენტში, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით წარდგენილია რეზოლუციის ორი - უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ მომზადებული პროექტი. დოკუმენტის ერთიან ტექსტზე შეთანხმების მიზნით, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.