ლიტვის პეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წლის ბოლოსთვის დადებით ძვრებს ელოდება. ამის შესახებ მან რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მეორე დღეს განაცხადა.
"ველოდები, რომ წლის ბოლოსთვის იქნება დადებითი სიახლეები" - აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.
ლიტვის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ევროკომისია უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებას წარადგენს, რის საფუძველზეც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით.
გრიბაუსკაიტემ ასევე აღნიშნა, რომ რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ასახული იქნება ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისადმი მხარდაჭერა და ევროპასთან დაახლოების მიზნით რეფორმების განხორციელებაში ამ ქვეყნების დახმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.