მეუფე შიო: არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის საპატრიარქოსთან დამატებითი კომუნიკაცია არ ყოფილა
12-03-2018, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წილკანში, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ჩავიდა.

 

 

როგორც მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დალოცვა, სანუგეშო სიტყვები გადასცეს.

 

 

„ითქვა, რომ უახლოეს დროს მოხდება ცხედრის დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ხერხდება. ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ ამდენი ხანი გაჭიანურდა ცხედრის გადმოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება, რომ ქრისტიანულად დაკრძალოს. ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ამასთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმას, თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. ვლოცულობთ, რომ მოხდეს დაბრუნება ამ ოკუპირებული და დაპყრობილი ტერიტორიების“, განაცხადა მეუფე შიომ, რომლის თქმითაც, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის საპატრიარქოსთან დამატებითი კომუნიკაცია არ ყოფილა.

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილს, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობით მარტის დასაწყისში მიმართა. მიმართვიდან რამდენიმე დღეში საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან საპასუხო წერილი მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი