დეკანოზი შალვა კეკელია: პატრიარქი ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე
12-03-2018, 15:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების ვადებთან დაკავშირებით საპატრიარქოს ახალი ცნობები არ აქვს, თუმცა პატრიარქი ყოველდღიურად ინტერესდება საკითხით, აღნიშნული განცხადება დეკანოზმა შალვა კეკელიამ წილკანში, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.

 

 

„მე ვიცი, რომ საპატრიარქო მუშაობს. მისი უწმინდესობა ყოველდღიურად კითხულობს ამ ამბავს, ყოველდღე კითხულობს, რას აკეთებს სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით, რას აკეთებენ თვითონ უცხოელები, ვინც ჩართულები არიან ამაში და რა შრომა მიმდინარეობს, ამას პატრიარქი ყოველ დღე კითხულობს. ჩვენ მივიღეთ რუსეთის საპატრიარქოსგან წერილი და მათ ჩვენ დაგვაიმედეს. რუსეთის საპატრიარქომ დაგვაიმედა იმით, რომ ისინი ჩაერევიან ამ საქმეში. მათ არ აქვთ ასე პირადი შეხება ამ საკითხთან, როგორც ჩვენს ეკლესიას, სახელმწიფოში რამე რომ მოხდეს, არ შეიძლება შეხება ჰქონდეს ასეთ საკითხებთან. უბრალოდ მათ თქვეს, რომ ჩვენ ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან რაც არის საშუალება, ჩვენ დაგეხმარებითო და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ამასთან დაკავშირებით და ყველაფერს ცდილობენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კვირას მაინც რაღაცები გადაწყდება“, განაცხადა შალვა კეკელიამ.

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილს, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობით მარტის დასაწყისში მიმართა. მიმართვიდან რამდენიმე დღეში საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქისგან საპასუხო წერილი მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი