წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობას შეხვდა და გაზიფიცირების პრობლემა განიხილა.
წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივებს აინტერესებთ, როდის დაიწყება ზედა მესხეთში გაზიფიცირების სამუშაოები, მიიღებენ თუ არა ბუნებრივ აირს მიმდინარე წლის ბოლომდე და გაკეთდება თუ არა სოფლის გზა.
მათივე ცნობით, გრიგოლ იოსელიანმა მოსახლეობის წარმომადგენლებს აუხსნა, რომ ზედა მესხეთის გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება მისი საარჩევნო დაპირებაა, რომელსაც აუცილებლად შეასრულებს. მერის თქმით, ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა, ზედა მესხეთი შეტანილია იმ სოფლების ნუსხაში, რომელთა გაზიფიცირება 2018 წელს დაიწყება. დასრულებულია პროექტირების პროცესი, რასაც აუცილებლად მოყვება ტენდერის გამოცხადება და შესაბამისი სამუშაოების დაწყება.
„კარგად ვიცი, რომ მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგება პირველ რიგში სოციალური თემაა და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ზურაბიანთან და შესაბამის სამინისტროსთან ერთად ვაკეთებთ ყველაფერს, რათა 2018 წელში ზედა მესხეთში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყოს’’, განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ და მოსახლეობის შეკითხვებს მერის მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მრჩეველი ნიკა აფხაძე, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონებისა მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე, მერის წარმომადგენელი ქვიტირის ადმინისტრაციულ ერთეულში თეიმურაზ ჭეიშვილი პასუხობდნენ.
წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზედა მესხეთის მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირი და წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ აპრილი თვეში მოაწყობენ ანალოგიურ შეხვედრას ზედა მესხეთში და მოსახლეობას გააცნობენ დაზუსტებულ ინფორმაციას გაზიფიცირების ვადებისა და პირობების შესახებ, შეკრებილებს განემარტათ ისიც, რომ სოფლის გზის მოწესრიგება სწორედ ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობის შემდეგ მოხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.