„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციასთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებზე პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა.
განცხადება მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„მოლაპარაკებები არ დასრულებულა. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ვარიანტი, მათ შორის, სიასთან დაკავშირებული ვერსია და ჩანაწერი. შევთავაზეთ ვერსია, რომელიც სწორია როგორც ტექნიკური, ასევე, სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით. ახლა უკვე ბურთი მათ მოედანზეა და ორი დღის შემდეგ უნდა გვითხრან პასუხი ამასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, თუ პასუხისმგებლობის დონე არის იმ ხარისხის, რომ ჩვენ მართლაც უნდა შევჯერდეთ ერთიან, ძლიერ რეზოლუციაზე დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ სიცოცხლესთან დაკავშირებულ გარკვეულ რისკებს, ამ საკითხებზე ჩვენ უნდა შევჯერდეთ და საერთო რეზოლუცია მივიღოთ“, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.