დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა.
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ლდს ჩერიტის" (LDS –CHARITIES) დაფინანსებით განხორციელდა.
ახალი ჭაბურღილის ამოქმედებით 250-მდე ოჯახის სასმელი წყლით მომარაგება იქნება უზრუნველყოფილი. განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „ლდს ჩერიტისა" და მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების" წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ჭაბურღილის მოწყობა დაგეგმილია და უახლოეს მომავალში დაიწყება სოფელ ქუბრიაანთკარშიც. პროექტის დასრულების შემდგომ სასმელი წყლით 200-მდე ოჯახი მომარაგდება.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.