DIB სკოლის დირექტორი საქველმოქმედო ორგანიზაციების პრეზიდენტებს შეხვდა
13-03-2018, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია „Give an Hour“-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს ბარბარა ვან დალენს და ბრიტანული Allied Forces Foundation-ის პრეზიდენტს სტიუარტ ტეილორს შეხვდა. შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გაიმართა და მას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი.

 

 

თეა ნიკოლაშვილმა სტუმრებს სკოლის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

 

დაშავებული ქართველი სამხედროებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მალე ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება. სწორედ აღნიშნულ პროგრამაზე და მის პერსპექტივებზე სასაუბროდ საქართველოში საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ პრეზიდენტები, დოქტორი ბარბარა ვან დალენი და სტიუარტ ტეილორი ჩამოვიდნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ზაალ კაპანაძესთან და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ზაზა ჩხაიძესთან.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი