სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ DEEP (თავდაცვის განათლებისა და განვიტარების პროგრამა) და PfP consortium (პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამა) წარმომადგენლების მიერ სერჟანტთა სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიმართა და სერჟანტთა განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კონფერენცია - „პრობლემები და მათი გადაჭრის გზები სერჟანტთა შემადგენლობისათვის, 21-ე საუკუნის გამოწვევებთან მიმართებაში" 15 მარტამდე გაგრძელდება.
შეხვედრის მიზანი მონაწილე ქვეყნების მიერ სერჟანტთა განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმების ერთმანეთთან გაზიარება და არსებული პრობლემების განხილვაა. შეხვედრის დასასრულს DEEP-ის ჯგუფის ექსპერტების მიერ გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად რეკომენდაციები შემუშავდება.
სამუშაო შეხვედრაში საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ყაზახეთის, მონღოლეთის, ტუნისისა და უზბეკეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები აშშ-დან, კანადიდან, ლიტვიდან და სლოვენიიდან მონაწილეობენ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.