ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შედგება შეთანხმება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით
13-03-2018, 15:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე რეზოლუციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციები ხვალ გაიმართება.

 

 

კობახიძე იმედოვნებს, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.

 

 

„რეზოლუციაზე მუშაობა მიმდინარეობს. გუშინ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. გვქონდა კონკრეტული შეთავაზება. ამ შეთავაზებას განიხილავს საპარლამენტო უმცირესობა და ხვალ, კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შედგება შეთანხმება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით. ძირითად პრინციპებზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. არის საერთო სულისკვეთება, რომელსაც ეფუძნება რეზოლუციის ორი ტექსტი. მთავარია ჩვენ შევთანხმდეთ იმ დეტალებზე, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია. ხვალ განახლდება კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან და ამის საფუძველზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას რეზოლუციის ერთიან ტექსტთან დაკავშირებით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი