სასამართლომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ სცნო
13-03-2018, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ ძალადობაში ბრალდებული აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. თბილისში, საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწემ კ.კ.-მ ამავე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი მცირეწლოვნების ლ.რ.-ს, დ.რ.-ს, ა.ხ.-სა და ნ.მ.-ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც ოთხივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 


სამართალდამცველებმა კ.კ. 2017 წლის 14 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

 


თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.კ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი