საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ნატოს არაწევრი, მოკავშირე, ევროპული დემოკრატიების წინაშე დგას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩები: დენიელ ფრიდი, ალექსანდერ ვერშბოუ, უოლტერ რასელ მიდი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ბრიუს ჯექსონი, დოქტორები: რიჩარდ ვაიტცი, სტივენ ბლენკი, კენეტ ვაინშტაინი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიული, ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე ისაუბრა და ხაზს გაუსვა ამერიკისა და საქართველოს ძლიერი, მტკიცე, სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ასევე, საქართველოს მთავარ და წამყვან როლს ევროპული და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიისას აღნიშნა, ძლიერი და შეუქცევადია საქართველოს მთავრი და უმაღლესი მიზნისაკენ სწრაფვა - დაუბრუნდეს ევროპული ოჯახის ერებს, როგორც წამყვანი ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულყოფილი და სრულფასოვანი ერი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური აქტივობები.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ჩვენი მეგობრების, პარტნიორების, მხარდამჭერების კონსოლიდაცია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
„შეერთებულ შტატებში ვიზიტი ბრიუსელის ვიზიტის გაგრძელებაა, იმისათვის, რათა უმაღლეს დონეზე, უმაღლესი მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება და მაღალ სტრატეგიულ რანგში აყვანა მოხდეს. დღეს ჰადსონის ინსტიტუტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს, საუბარი შეეხებოდა სწორედ საქართველო-აშშ-სა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის როლში ყოფნა და ჩვენი მხარდამჭერების კიდევ უფრო მეტ მობილიზაციას, რომ საქართველო უფრო სწრაფად გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი", აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
დისკუსიას ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.