ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტაციაში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მისი პირველი მოადგილე დავით ჭანტურია სხვა მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრნენ.
გარდაბნის მერიის პრესსამსახურის ცნობით, რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა, მათ მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კომპანიის წარმომადგენლებს და მათგან, სოფლებში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოისმინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.