საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება. შეხვედრა, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებიან, „ქართული ოცნების" ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ საუბარი ყველა აქტუალურ თემას, მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის საკითხსაც შეეხება.
კონსულტაციების შემდეგ დაგეგმილია ასევე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა უნდა გადაწყდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.