საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენ ჯერალდ კონოლს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა რეგიონის და საქართველოს უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის, რომელიც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისას და მიღებისას.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდირება, მხარდამჭერი ტერმინოლოგიის და განცხადებების მობილიზება, - ეს მხარდაჭერა გულისხმობს, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და რუსეთის ოკუპაციის, ასევე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.