პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რიგის სამიტის დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა, როდის მიიღებს საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში დღეს დილიდან მართავს შეხვედრებს. ვფიქრობ, საბოლოო პასუხები ჩვენ სწორედ ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ გვექნება. მოლოდინი არც ერთი წამით არ შეცვლილა, შესაბამისად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ 2015 წელი საქართველოსთვის იქნება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის წელი. ეს მოხდება 21-22 მაისს, თუ პირობითად 27-28 ოქტომბერს სხვა რომელიმე ქალაქში, არა მგონია იყოს პრინციპულად მნიშვნელოვანი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში აისახოს კონკრეტული ვადა იმისთვის, რომ მოლოდინი არ იყოს უსასრულო და დაუმთავრებელი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.