ირაკლი ოქრუაშვილი ვალერი გელაშვილის ცემაზე: სააკაშვილმა ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა მერაბიშვილმაო
14-03-2018, 13:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მან ნიშნის მოგებით მითხრა, რომ ის, რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო, აღნიშნული განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას გააკეთა.

 

 

როგორ ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი მას გელაშვილზე ფიზიკურ თავდასხმას სთხოვდა.

 

 

„ვალერი გელაშვილის ინტერვიუში ნეგატიური დამოკიდებულება იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე მისი მეუღლის წინააღმდეგ. ინტერვიუს გავრცელების შემდეგ სააკაშვილი თვლიდა, რომ გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა მოგვეხდინა. მე უარი ვუთხარი, მერაბიშვილი კი პირიქით, აქეზებდა მას“, განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, „სადღაც ორი თვის შემდეგ კვლავ შევხვდი, მინდოდა გადარწმუნება, მაგრამ ისევ ხისტი პოზიცია დამხვდა და მივხვდი, რომ ჩემს არგუმენტებს აზრი არ ჰქონდა".

 

 

„თავდასხმის შემდეგ შავნაბადაზე ერთ-ერთზე შევხდი, ამჯერად ჩემი, როგორც თანაგუნდელის მიმართ უკვე პრეტენზიები ჰქონდა და ნიშნის მოგებით მითხრა, ის, რაც შენ ვერ გააკეთე, საკმაოდ კარგად შეასრულა ვანომო, რაც იმას ადასტურებდა, რომ თავდასხმა მისი ორგანიზებული იყო“, განაცხადა ოქრუაშვილმა, რომელიც 2005 წელს, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე შეიარაღებული თავდასხმის დროს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი