ხიდაშელი საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების პრობლემებით დაინტერესდა
22-05-2015, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. თინათინ ხიდაშელი სამხედროების სოციალური პირობებით, ჯანმრთელობის მდგომარეობითა და პრობლემებით დაინტერესდა.


შეხვედრაზე საუბარი მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებსაც შეეხო. სამხედროებმა მინისტრს დაზღვევის, სოციალური შეღავათების, განათლების, დასაქმების, ვეტერანის სტატუსის, ტრანსპორტირებისა და სხვა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.


თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებისთვის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათი პრობლემების მოგვარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. თინათინ ხიდაშელი სამხედროებს სამომავლოდ მათი პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ცალკე დეპარტამენტის შექმნაზე ესაუბრა.


დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების პრობლემების მოგვარების მიზნით, შეხვედრაზე საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები და სამხედროების პრობლემების იდენტიფიცირება მუდმივად მოხდება.


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, მინისტრის მრჩევლები მაია ქავთარაძე, პაატა პატიაშვილი და შერი მიშელი, ასევე სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი