საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი 2018“ ადიგენის მუნიციპალიტეტს ეწვია. ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტში, რომელსაც გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, მონაწილეობა ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 65-მა მოსწავლემ მიიღო.
ადიგენის „ეტალონი“ მოსწავლის ტიტული სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ, ლედი სახამბერიძემ მოიპოვა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ მოსწავლეს, ფულადი ჯილდო 300 ლარის ოდენობით გადაეცემა, ხოლო მე-2 დამე-3 ადგილზე გასული მონაწილეები 200-200 ლარით დაჯილდოვდებიან.
უსაჩუქროდ არ დარჩენილა არცერთი მონაწილე, მათ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად ისტორიულ - შემეცნებითი წიგნები გადაეცათ.
ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზავიად გორგოძე და რესურსცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ. მათ საჩუქრები და შესაბამისი სიგელები პროექტის მონაწილეებს პირადად გადასცეს.
ადიგენელი მოსწავლეების მონაწილეობა „ეტალონში" ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.