„ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი როდის", აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ გააკეთა.
კელიმ „ფეისბუქ“ კონფერენციისას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის სიტყვებით უპასუხა – „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და ვიქნებით თქვენს გვერდით, სანამ ეს არ მოხდება“.
„მე ვიცხოვრე ორჯერ საბჭოთა კავშირში და მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ბერლინის კედელი დაეცემოდა; 1976 წელს, როდესაც პირველად ჩამოვედი აქ, ვინმეს რომ ეკითხა, რა დრო დასჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეჭვის თვალით შევხედავდი. ჩვენ ვხედავთ, რომ 20 წელიწადში საქართველო გახდა დამოუკიდებელი“, განაცხადა ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.