საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის რეზიდენციაში ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომების (DELF) გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პასკამ მენიემ საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ფრანგული ენის კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამისი დიპლომები გადასცა.
სიტყვით გამოსვლისას ელჩმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო ვითარდება, განსაკუთრებით განათლების კუთხით.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ფრანგული ენის კურსებს ყოველწლიურად წარმატებით გადიან. გასულ წელს ფრანგული ენის გამოცდა 11-მა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით ჩააბარა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.