საქველმოქმედო ორგანიზაციების პრეზიდენტები თავდაცვის უწყების სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრების შესაძლებლობებს გაეცნენ
14-03-2018, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიოში ცნობილი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საქველმოქმედო ფონდების პრეზიდენტები საქართველოს თავდაცვის უწყების სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრების შესაძლებლობებს გაეცნენ.

 

 

„Give an Hour“-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ბარბარა ვან დალენი და „Allied Forces Foundation“-ის პრეზიდენტი სტიუარტ ტეილორი გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრსა და მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ. შეხვედრებს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი დაესწრო.

 

 

ქართული მხარისგან სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, თუ რა ტიპის ფსიქოლოგიური დახმარების მიღებაა შესაძლებელი ჯარისკაცებისთვის, დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე რამდენად ხშირად მიმართავენ აღნიშნული სერვისის მიღების მოთხოვნით და რა რაოდენობისთვის არის შესაძლებელი ერთდროულად ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა. საქველმოქმედო ფონდების პრეზიდენტები მკურნალობის კურსის პროცესით და იმ მრავალ პროფილური მიდგომებითაც დაინტერესდნენ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების ფსიქორეაბილიტაციისა და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფის კუთხით გააჩნია.

 

 

შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში ფსიქოლოგების, ექიმების გადამზადების, მათთვის კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დაგეგმვის და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

 


ამერიკულ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება უკვე დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობას როგორც ქართველი, ასევე პარტნიორი ქვეყნების დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.

 

 

„Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდთან.

 

 

„Give an Hour“-ს მჭიდრო ურთიერთობა აქვს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მის სამეფო უდიდებულესობა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინც ჰარისთან, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს პროგრამას „Change Direction“.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი