დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თამჯდომარის- გიორგი ასლამაზიშვილის ორგანიზებით, დუშეთში სისხლის უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
აქციაში მონაწილეება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ „დუშეთის სასპორტო გაერთიანებისა" და „დუშეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის" წარმომადგენლებმა მიიღეს.
აქციაში მონაწილე პირებს ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის გამოკვლევები, თითოეულ დონორს ინსტიტუტის სახელით გადაეცა „მადლობის სიგელი“. სულ, აქციიაში მონაწილეობა 30-მდე პირმა მიიღო.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.