დიმიტრი ქუმსიშვილი: ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საინვესტიციო კლიმატი
13-03-2018, 19:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა EBRD-ისა დაOECD-ის ერთობლივი ღონისძიება, სახელწოდებით „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვა“ გახსნა.

 


ღონისძიება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხების განხილვას, ასევე ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას დაეთმო.

 

 

სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საინვესტიციო კლიმატი, რეგულაციების შემცირებითა და ონლაინ სერვისების შემოღებით კი ბიზნესის წარმოება გამარტივდა.

 


„მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, შეექმნა კორუფციისგან თავისუფალი გარემო, წარმატებული და პროდუქტიული გამოდგა, რომელიც ასევე აისახა კერძო სექტორის საქმიანობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგებში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო კლიმატის განვითარებაზე, კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს გარემოს შექმნაზე.

 


„საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - მმართველობის რეფორმის მიზანია კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ გზით საქართველოში უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფა“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ამას უწყების პრესსამსახური იტყობინება. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი